გადაცვლა/დაბრუნების პირობები
სტანდარტული პირობები საქონლის გაცვლისა და თანხის დაბრუნების თაობაზე:
პროდუქციის გადაცვლის/დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე: epidote.jewelry@gmail.com
ონლაინ შეძენილი პროდუქცია გადაცვლა/დაბრუნება ხდება პროდუქციის მიწოდებიდან 14 დღის მანძილზე. ნივთის გადაცვლა ხდება ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.
პროდუქციის გადაცვლისთვის დაბრუნებისთვის აუცილებელია ქვემოთ მოცემული პირობები სრულად იყოს დაცული:
-
პროდუქციის დაბრუნებისას ან გაცვლისას სახეზე უნდა იყოს პროდუქტი საკუთარი ბრენდის ნიშნით, პროდუქციას დაკარგული არ უნდა ჰქონდეს პირველადი სახე
-
პროდუქციას მოხსნილი არ უნდა ჰქონდეს შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნულები (ეტიკეტი)
-
საფირმო შეფუთვა უნდა იყოს შეულახავ მდგომარეობაში ორიგინალი სახით.
საქონლის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იგივე ან მეტი ღირებულების საქონელში (შესაბამისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში)
პროდუქცია არ გადაიცვლება/დაბრუნდება თუ:
-
აღენიშნება თვითდაზიანების კვალი.
-
ფასდაკლების დროს არის შეძენილი.
-
თუ კონკრეტული მოდელის მარაგი ამოწურულია ნივთის გადაცვლა არ იქნება შესაძლებელი.
-
პროდუქციის კომპლექტაცია სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი.
-
სახეზეა სხვა ისეთი გარემოება, რაც გამორიცხავს გამყიდველის პასუხისმგებლობას.
თბილისის მასშტაბით შეძენილი ნივთების გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია შპს „ეპიდოტის“ იურიდიულ მისამართზე.
საგარანტიო ვადა
შეძენილი პროდუქციის საგარანტიო ვადა შეადგენს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება ნივთის მომხმარებლისათვის გადაცემის დღიდან. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ნივთი შეკეთებას არ ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დეფექტი/დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ბრალეული ქმედების შედეგად.
იმ შემთხვევაში თუ ნივთის შეკეთება მოითხოვს არაგონივრულ ხარჯს საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ ნივთის შეკეთება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ მომხმარებლის ხარჯით, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს წერილობითი შეტყობინების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე: epidote.jewelry@gmail.com და ნივთის მოწოდება მომხმარებლის ხარჯით შპს "ეპიდოტის" იურიდიულ მისამართზე, რის შემდგომაც განხორციელდება ნივთის შეკეთების გონივრული ვადებისა და ღირებულების დადგენა.
გარანტია აითვლება ნივთის მომხმარებლისადთვის მიწოდების დღიდან.
კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ გარიგების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.